ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე დიდების მემორიალთან შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კაკულიამ და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს . ვეტერანებმა თანამებრძოლები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, ვალია განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებზე, სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული და დაფასებული ცხოვრებისთვის“ -აღნიშნა სიტყვით გამოვლისას ქალაქის მერმა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კკაულია იმ ვეტერანებს,რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებას ვერ დაესწრო შინ ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით ფოთის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 350 ლარი გადაეცემათ.

კომენტარები

Close
Close