ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია ,, COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia", რომელმაც 14 500 136 ლარად ხელშეკრულების დადებიდან 450 დღის ვადაში უნდა ჩააბაროს აღნიშნული კომპლექსები. რაგბის სტადიონის მიმდებარედ საცურაო აუზის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობით შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის .აღნიშნული პროექტი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

კომენტარები

Close
Close